სოლიდარობა ლონდონს - ეიფელის კოშკის განათება გამორთეს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 23.03.2017
ნანახია: 1309

დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ბრიტანეთს ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო სოლიდარობა გამოუცხადეს.

პარიზის მერმა დაშავებულების სოლიდარობის ნიშნად ეიფელის კოშკის განათების გამორთვა ბრძანა.  დაშავებულებს შორის არის ფრანგი მოსწავლეც.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზნევმა დაშავებულების ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.

ხუთი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელიც, დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, 22 მარტს, ლონდონში პარლამენტის შენობასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად.

პოლიცია მიიჩნევს, რომ თავდამსხმელს, რომელმაც ვესმინსტერის ხიდზე ქვეითებს ავტომობილით გადაუარა და ერთი პოლიციელი დანით მოკლა, შესაძლოა რადიკალურ ისლამთან ჰქონოდა კავშირი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე