თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 02.11.2015
ნანახია: 1776

20 ადამიანი დაშავდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ავტომობილის აფეთქების შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათმა უმეტსეობამ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

აფექთების ხმა თურქეთ--სირიის საზღვართან ქალაქ ნუსაიბინში გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კვარტალში პარკირებული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე