იაპონიაში გაიხსნა კაფე, სადაც დაძინებაცაა შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 13:30 | 22.03.2017
ნანახია: 1197

ტოკიოში გაიხსნა კაფე, სადაც დასაძინებელი ზონაცაა განთავსებული.

როგორც უცხოური მედია წერს, კაფეში 10 საწოლია. ერთი საწოლის ღირებულება 9 ათასი დოლარია.

საწოლზე დამონტაჟებულია ყურსასმენებიც, რომლის საშუალებითაც კაფის სტუმრები ძილის ფაზაში მალე გადავლენ.

კაფის წესების მიხედვით, სტუმარს კაფეში მოსვენება 2 საათის განმავლობაში შეუძლია, თუმცა ამისათვის მენიუდან რომელიმე კერძი უნდა შეუკვეთოს.

ასევე კაფის ყველა სტუმარს, სურვილის შემთხვევაში, დაძინებამდე ერთ ფინჯან ყავა Nescafe-ს კოფეინის გარეშე მიართმევენ.  კაფის სტუმარი ერთ ფინჯან ტრადიციულ ყავას გაღიძების შემდეგ მიიღებს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე