ხელისუფლება უპირისპირდება პრეზიდენტის ინსტიტუტს - თინათინ ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 19:18 | 21.03.2017
ნანახია: 1594

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა უმრავლესობის მიერ ვეტოს დაძლევის  სურვილს, პრეზიდენტის ინსტიტუტთან ბრძოლად აფასებს.

„ცხადია, რომ ხელისუფლება პირდაპირ უპირისპირდება პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამით ისინი არ უპირისპირდებიან რომელიმე პირს, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ინსტიტუტს და, შესაბამისად, ანგრევენ ზოგადად საქართველოს ინსტიტუტებს, რაც ძალიან სამწუხაროა,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე