თქვენს პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე დამოკიდებულია ხელისუფლების მუშაობის ხარისხი - კალაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 21.03.2017
ნანახია: 1431

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

”ჟურნალისტებს გილოცავთ პროფესიულ დღეს. თქვენს პროფესიონალიზმზე, პრინციპულობაზე და თავისუფლებაზე დამოკიდებულია ხელისუფლების მუშაობის ხარისხი და მოსახლეობის "ცოდნა" მიმდინარე პროცესებზე შინ თუ გარეთ. თქვენ ხართ ხიდი რეალობასა და ადამიანების განწყობას შორის და თითოეულ ინფორმაციას, თითოეული სიტყვას ამ ხიდზე ატარებთ ფაქიზად და ლაღად. ჟურნალისტების, მედიის მუშაობის ხარისხი განაპირობებს სამოქალაქო ცნობიერებას, საზოგადოებრივ აზრს და განწყობას. თქვენ ხართ ხალხის და ხელისუფლების ხელისუფლება - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, გისურვებთ მაღალ სტანდარტს და დიდ მიღწევებს თქვენს საინტერესო საქმიანობაში! ” - ნათქვამია კახა კალაძის მისალოცში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე