დუბაიში რობოტი-პოლიციელები გამოჩნდებიან

საქართველო, თბილისი - 12:43 | 21.03.2017
ნანახია: 1304

დუბაიში პირველი რობოტი-პოლიციელები მაისიდან გამოჩნდებიან. 2030 წლისთვის კი ისინი პოლიციის პირადი შემადგენლობის ერთ მეოთხედს ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ცნობით, მექანიზმი აღჭურვილია პირის ამოცნობის ტექნოლოგიით, რომოლის დახმარებითაც მას ობიექტის სკანირება 20 მეტრის მანძილიდან შეუძლია.

ამის გარდა რობოტის მკერდზე განთავსებულია სენსორული ეკრანი. მისი მეშვეობით ყველა მსურველს შეუძლია დარღვევის შესახებ პოლიციას აცნობოს და ჯარიმები გადაიხადოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე