ბაღდადში აფეთქებას 48 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 21.03.2017
ნანახია: 1208

მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ბაღდადის შიიტური რაიონი გახდა.

დანაღმული ავტომანქანა სავაჭრო ცენტრთან აფეთქდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 48 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე