უკრაინა ”ევროვიზიის” კონკურსზე რუსეთის წარმომადგენელს არ დაუშვებს

საქართველო, თბილისი - 10:22 | 21.03.2017
ნანახია: 1422

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოამზადა დოკუმენტი, რომლის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ”ევროვიზიის” კონკურსზე რუსეთის წარმომადგენელს იულია სამოილოვას.

”დოკუმენტი შესვლის აკრძალვის შესახებ უკვე მზად არის”, - განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვასილი გრიცაკმა. ამასთან ეს დოკუმენტი ოფიციალურად ძალაში ჯერ არ შესულა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამოილოვამ მონაწილეობა მიიღო ანექსირებულ ყირიმში გამართულ კონცერტში. ის ასევე სოციალურ ქსელში არაერთხელ წერდა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენელი ნაწილია.

უნდა აღინიშნოს, რომ სამოილოვა რუსი მომღერლების სიაში ჯერ არ ფიგურირებს, რომლებსაც ყირიმის ანექსიის მხარდაჭერისთვის უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე