პარიზის სასამართლოდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 20.03.2017
ნანახია: 1376

პარიზის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარი განხორციელდა.  ამის შესახებ სააგენტო ”ფრანს პრესი” იუწყება.

”პოლიციუაში ზარი ფინანსურ განყოფილებაში ბომბის არსებობის შესახებ ადგილობრივი დღით 10 საათზე გაისმა”, - იტყობინება სააგენტო ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.

საფრანგეთის დედაქალაქის მეცხრე ოლქში, სადაც სასამართლოს შენობა მდებარეობს, განმაღმველები მივიდნენ. მიმდინარეობს შენობის შემოწმება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე