სიცილიელმა ეპისკოპოსმა მაფიოზებს ნათლიად გახდომა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 20.03.2017
ნანახია: 1698

სიცილიის ეპისკოპოსმა მიქელე პენისიმ მაფიოზური კლანის წევრებს სიცილიის ეკლესიებში ნათლიად გახდომა აუკრძალა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

”მაფია ყოველთვის იყენებდა ტერმინს ”ნათლიმამა”  თავისი ბოსებისთვის რელიგიურად განწყობილი რესპექტაბელურობისთვის, თუმცა ეს ორი სამყარო სრულიად შეუთავსებელია”, - ციტირებს გამოცემა ეპისკოპოსს.

თებერვალში ეპისკოპოსმა პენისიმ ერთ-ერთი სასულიერო პირი მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან სიცილიელი მაფიოზის ტოტო რინის შვილს ნათლიად გახდომის ნება დართო. გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსს მაფიის კრიტიკისთვის ხშირად ემუქრებიან.

პენისის დაქვემდებარებაში მყოფ ეპარქიაში შედის სიცილიური მაფიის ცენტრი - ქალაქი კორლეონე.

მანამდე რომის პაპი ფრანცისკი იტალიის მაფიასთან და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან გადამწყვეტი ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ”ბინძური საქმიანობიდან და მაფიოზური დანაშაულებებიდან მიღებული ფული სისხლიანია და ის შობს ბილწ ძალას”, - აღნიშნავდა პაპი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე