ნიანგმა Atletico-ს ფეხბურთელი შეჭამა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 20.03.2017
ნანახია: 1541

უზარმაზარი რეპტილიის მსხვერპლი 19 წლის ესტევაო ალბერტო ჯინო გახდა.

ახალგაზრდა სპორტსმენი მოზამბიკის ქალაქ ტეტეს კლუბ Atletico Mineiro-ში თამაშობდა.

ნიანგი ფეხბურთელს თავს მდინარე ზამბეზის ნაპირთან საწვრთნელი გარბენის დროს დაესხა. მისი დაღუპვის შესახებ კლუბი Facebook-ის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ის პერსპექტიული ფეხბურთელი იყო და წინ წარმატებული კარიერა ელოდა.

კლუბის მენეჯერის ედი კარვალიუს თქმით, ნიანგი წყლიდან მოულოდნელად ამოვიდა, ჯინოს თავს დაესხა და მდინარეში შეათრია.

ფეხბურთელის ორ მეგობარს, რომელიც იქვე ახლოს იმყოფებოდა, ყვირილის ხმა ესმოდათ, მაგრამ ჯინოს დახმარება ვერ შეძლეს. მათი თქმით, ნიანგი ხუთი მეტრის სიგრძის იქნებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე