ისრაელი სირიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განადგურებით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 10:47 | 20.03.2017
ნანახია: 1261

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით ისრეელის თვითმფრინავებზე  სირიის საზენიტო რაკეტების თავდასხმის განმეორების შემთხვევაში სირია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას სრულად გაანადგურებენ.

ორი დღის წინ სირიის არმიამ ისრაელის თვითმფრინავების წინააღმდგ რაკეტები ისროლა.

ისრაელმა ერთ-ერთი რაკეტა გაანადგურა, ორი კი მის ტერიტორიაზე ჩავარდა. ისრაელის თვითმფრინავები არ დაზიანებულა.

ექსპერტების აზრით, აღნიშნული ინციდენტი ისრაელსა და სირიას შორის დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე