ეტნას ამოფრქვევის შედეგად ”ბი-ბი-სის” ჟურნალისტები დაშავდნენ

საქართველო, თბილისი - 13:11 | 17.03.2017
ნანახია: 1266

იტალიაში ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა. ამოფრქვევის შედეგად bbc-ის  გადამღები ჯგუფის წევრები და ტურისტები დაშავდნენ.

ისინი ამოფრქვევის მომენტში გადაღებაზე, კრატერის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.  ვულკანის ძლიერი ამოფრქვევისას ჯგუფის წევრებს ცხელი ქვები მოხვდათ, ზოგიერთმა ადამიანმა ორთქლისგან დამწვრობა მიიღო. დაშავებულია 10 ადამიანი, რომელთა ევაკუაცია მთიდან მაშველებმა განახორციელეს.  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეტნა ევროპის ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება. რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ კრატერი პირველად თებერვალში გააქტიურდა. განმეორებითი ამოფრქვევა კი ლავაზე მოხვედრილმა თოვლმა გამოიწვია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე