შავ ზღვაში ფრანგული ფრეგატი შევიდა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 17.03.2017
ნანახია: 1492

შავ ზღვაში ფრანგული სარაკეტო ფრეგატი ,,ლა ფაიეტი” შევიდა. ბულგარეთში საფრანგეთის ელჩის ინფორმაციით, ხომალდი ქალაქ ვარნასკენ მიემართება. 

,,სტელსის’’ ტექნოლოგიით შექმნილი ფრანგული ფრეგატი ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებითაა აღჭურვილი. 

უკრაინის კრიზისის გამწვავების შემდეგ შავ ზღვაში აშშ-ისა და სხვა რეგიონის არაწევრი სახელმწიფოების ფრეგატები რეგულარულად შედიან, რაც რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირებაა. 

მონროს კონვენციის თანახმად, შავი ზღვის რეგიონის არაწევრი სახელმწიფოების სამხედრო ხომალდებს შავი ზღვის აუზში ყოფნა 21 დღე-ღამეზე მეტი დროით შეზღუდული აქვთ.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე