ტრამპი მერკელს დღეს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:40 | 17.03.2017
ნანახია: 1430

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაშინგტონში დღეს შეხვდება. BBC -ის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხები ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები და ნატოსთან კავშირების გაძლიერება იქნება. 

გერმანიის კანცლერს დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში დღეს პირველად მასპინძლობს.

BBC-ის ცნობით მერკელთან ერთად შეხვედრას გერმანული კომპანია „სიმენსის“, Schaeffer-ისა და ავტომობილების მწარმოებელი გიგანტის BMW-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელები დაესწრებიან.

გერმანიის კანცლერი დონალდ ტრამპს სამშაბათს უნდა შეხვედროდა, თუმცა თოვლის გამო, შეხვედრის თარიღი შეიცვალა. როგორც ანგელა მერკელმა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნა, პრეზიდენტის რანგში ტრამპთან პირველ შეხვედრას მოუთმენლად ელოდა.

„ყოველთვის უკეთესია ვესაუბროთ ერთმანეთს, ვიდრე ვისაუბროთ ერთმანეთზე“, - განაცხადა  მერკელმა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე