აფრიკაში 706-კარატიანი ალმასი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:10 | 17.03.2017
ნანახია: 2423

სიერა-ლეონეს ხელისუფლების განცხადებით კონოს ოლქში პასტორმა 706-კარატიანი გადაუმუშავებელი ალმასი იპოვა.

როგორც ”ასოშიეიტედ პრესი” წერს, ეს ყველაზე მსხვილი ალმასია, ქვეყანში 1927 წლის შემდეგ აღმოჩენილ ალმასებს შორის. ძვირფასი ქვა სიერა-ლიონეს ბანკის საცავში მოათავსეს.

ალმასი ქვეყნის აღმოსავლეთით იპოვეს. ეს ადგილი ალმასის უამრავი საბადოთი არის ცნობილი.

ქვეყანაში ყველაზე დიდი ალმასი 1973 წელს იპოვეს. მისი წონა 969 კარატს შეადგენდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე