სომალელმა მეკობრეებმა გატაცებული გემი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 10:19 | 17.03.2017
ნანახია: 1255

სომალელმა მეკობრეებმა გატაცებეული ტანკერი და რვა შრი-ლანკელი მეზღვაური გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

მეღზვაურების გატავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც სომალის სანაპირო დაცვის კატერმა დააკავა ნავი, რომელსაც მეკობრეებისთვის პროდუქტი მიჰქონდა.

მოლაპარაკებების შემდეგ მეკობრეებმა გამოსასყიდზე უარი თქვეს და დატყვევებულები გაათავისუფლეს.

გემი რამდენიმე დღის წინ ოცმა მეკობრემ გაიტაცა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე