ალეპოში მეჩეთის დაბომბვისას 42 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 17.03.2017
ნანახია: 1330

40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სირიიის ალეპოს პროვინციის სოფელ ალ-ჯინას მეჩეთის დაბომბვისას.  

აშშ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ მეჩეთზე ავიაიერიში ამერიკელმა სამხედროებმა მიიტანეს, უარყოფს. ამერიკული მხარის განცხადებით მოწმდება მშვიდობიანი მცხოვრებელბის დაღუპვის ინფორმაციაც.

მშვიდობიან მოქალაქეების შორის მსხვერპლის შესახებ იტყობინება სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრიც, ასევე სამაშველო ორგანიზაცია ”თეთრი ჩაფხუტები”.

”რეიდის დროს დაუდგენელმა თვითმფრინავებმა ალეპოს პროვინციაში დარტყმები მიაყენეს მეჩეთს, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები”, - განაცხადა ლონდონში ბაზირებულმა სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელმა რამი აბდელ რაჰმანიმ.

რაჰმანის თქმით, დაიჭრა ასამდე ადამიანი. მისივე თქმით, გადარჩენილთა ნაწილი შესაძლოა ნანგრევებში იყოს მოყოლილი.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე