მდინარეს ადამიანის უფლებები მიანიჭეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 16.03.2017
ნანახია: 1609

ახალ ზელანდიაში მდინარე უონგანუი მოსფლიოში პირველი მდინარე გახდა, რომელსაც ადამიანის უფლებები მიანიჭეს. ამის შესახებ გაზეთი Guardian-ი წერს.

ადგილობრივი მაორის ტომი, რომელიც მდინარეს თავის წინაპრად მიიჩნევს, 140 წლის განმავლობაში იბრძოდა, რომ მდინარე ცოცხალ არსებად ეღიარებინათ.

ახალი ზელანდიის ახალი კანონის თანახმად, მდინარისთვის მიყენებული ზიანი ტომისთვის ზიანის მიყენებას უთანაბრდება, რადგან ის ერთ მთლიანობად არის მიჩნეული. ამის გარდა მდინარეს ორი მეურვე დაენიშნა, ხელისუფლებიდან და ტომიდან.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე