გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი: ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს

საქართველო, თბილისი - 11:13 | 16.03.2017
ნანახია: 1255

გაეროში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა ახალმა მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ თავის პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისგან მომავლი საფრთხეების მიმართ უფრო სერიოზული დამოკიდებულებაა საჭირო.

”მიიღეთ ეს (საფრთხე) სერიოზულად. ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს. ჩვენ არასდროს არ უნდა ვენდოთ რუსეთს”, - განაცხადა ჰეილიმ ”ენ-ბი-სისთან” ინტერვიუში. ამ ფორმით მან გაცილებით მწვავე პოზიცია დააფიქისირა, ვიდრე პრეზიდენტმა ტრამპმა.

ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ მის ადმინისტრციას უკეთ შეუძლია მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება, ვიდრე ამას მისი წინამორბედი ბარაკ ობამა აკეთებდა.

გეროში მუდმივმა წარმომადგენელმა ჰაკერულ თავდასხმებში რუსული სპეცსამსახურების მიმართ ახალ ბრალდებეზე ისაუბრა.   

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Yahoo-ს მომხმარებლების აკაუნტების გატეხვაში დაადნაშაულა ჰაკერების ჯგუფი, მათ შორის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე