მკვლელობა ქუთაისში - 30 წლის მამაკაცმა მე-12 კლასის მოსწავლე მოკლა

საქართველო, თბილისი - 10:19 | 02.11.2015
ნანახია: 2320

ქუთაისში 30 წლის მამაკაცმა მე-12 კლასის მოსწავლე მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. სასიკვდილი ჭრილობა ახალგაზრდას ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

დეტალებზე არ საუბრობენ შს სამინისტროში, თუმცა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მკვლელობის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე