ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 18:17 | 14.03.2017
ნანახია: 3860

,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის ვაჟი თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს.

დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ახალგაზრდას ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ვაჟის დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს ხატია დეკანოიძე.

"ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს!"- აცხადებს დეკანოიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე