ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა - ეკა მიშველაძე ბათუმის მოვლენებზე

საქართველო, თბილისი - 16:20 | 14.03.2017
ნანახია: 1644

ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ბათუმში მომხდარ ვაკჰანალიაში მონაწილეობდა, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პრეზიდენტი ელოდება სიტუაციის კარგ ანალიზს და დამნაშავეების გამოვლენას. 

"ამ საკითხზე ვარაუდებს ვერ გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ის სცდება საზღვრებს, საჭიროა დროული და სწორი რეაგირება. ასევე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ვაკჰანალიაში მონაწილეობდა. ველით სიტუაციის კარგ ანალიზს დასაწყისიდან ბოლომდე", - განაცხადა მიშველაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე