55 წლის მამაკაცი 15 შვილობილზე სექსუალურად ძალადობდა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 14.03.2017
ნანახია: 1646

სულ მცირე 15 ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი საფრანგეთის სენას დეპარტამენტში. როგორც გაზეთი Parisien-ი წერს, სასამართლომ 55 წლის მამაკაცი შვილობილების მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. პასკალი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

პასკალის ცოლმა აღიარა, რომ სექსუალური ძალადობის სცენებს არაერთხელ შესწრებია. ამ მომენეტისთვის არასრულწლოვანების  დედობილი დანაშაულის დამალვისთვის სამართლადამცველების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ანალოგიური ბრალდებით პასკალის წინააღმდეგ გამოძიება 2010 წელსაც დაიწყო. პოლიციამ დაადგინა, რომ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მეურვეობის სამსახურმა პასკალის ქმედებების გამო არაერთი ანგარიში დაწერა, თუმცა მას სასამართლო განხილვა არ მოჰყოლია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე