სომალის სანაპიროსთან მეკობრეებმა სატვირთო გემი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 12:50 | 14.03.2017
ნანახია: 1313

სომალის ხელისუფლების ცნობით, მეკობრეებმა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან სატვირთო გემი გაიტაცეს.

პუნტლენდის ავტონომიური რაიონის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, შრი-ლანკის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ხომალდი ნავთობით იყო დატვირთული.

ნავთობის ტანკერთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე