ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:37 | 14.03.2017
ნანახია: 1264

მექსიკის ქალაქ მეხიკალთან პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა.  

პოლიციის ცნობით, ვერტმფრენი სადენს გამოედო, რის შემდეგაც პილოტმა მართვის  კონტროლი დაკარგა, მიწაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.

ვერტმფრენი მთებში დაკარგული ქალის ძებნის სამუშაოებში მონაწილეობდა. ბორტზე ორი პილოტი და ორი მაშველი იმყოფებოდა.  

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე