თურქეთი ჰოლანდიას გაეროში, ეუთოსა და ევროსაბჭოში უჩივლებს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 14.03.2017
ნანახია: 1318

თურქეთი დიპლომატიური სკანდალის ფონზე ნიდერლანდებს ერთდროულად სამ ორგანიზაციაში - გაეროში, ეუთოსა და ევროსაბჭოში უჩივლებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოს აუცილებლად  მიმართვას.

თურქეთი ნიდერლანდებს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ  ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.

ევროსაბჭოს საკითხებში თურქეთის მინისტრმა ომერ ჩელიკმა განაცხადა, რომ ანკარა შემოიღებს სანქციებს ნიდრელანდების მიმართ გამწვავებული დიპლომატიური სკანდალის ფონზე.      

რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო და ოჯახის საქმეთა მინისტრები როტერდამში მიტინგის ჩასატარებლად არ შეუშვა. მინისტრები ჰოლანდიაში მცხოვრებ თურქ მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებ უნდა შეხვედროდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე