კიევში ”ევროვიზიის”კონკურსზე რუსეთის წარმომადგენელი შესაძლოა არ შეუშვან

საქართველო, თბილისი - 16:22 | 13.03.2017
ნანახია: 1648

”ევროვიზიის”კონკურსზე რუსეთის წარმომადგენელი იულია სამოილოვა შესაძლოა, უკრაინაში არ შეუშვან. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ რადიო ”გოვორიტ მოსკვას” განუცხადა.

”თუ იულია სამოილოვა ყირიმის ანექსიასა და უკრაინის მიმართ აგრესიას საჯაროდ მხარს არ უჭერდა, პრობლემას ვერ ვხედავ”, - აღნიშნა გერაშენკომ.

მისი თქმით, უკრაინა რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლის მოხარული იქნება, თუ კი ის მხოლოდ ხელოვანია.

”თუმცა თუ სამოილოვა პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, შესაძლოა მას უკარინაში შესვლა აეკრძალოს”, - განაცხადა გერაშენკომ.

იულია სამოილოვა ”ევროვიზია -2017”-ის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე კიევში რუსეთს წარადგენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე