ბრიტანეთის პრემიერის გადაადგილების შესახებ საიდუმლო მასალები მატარებელში დარჩათ

საქართველო, თბილისი - 16:06 | 13.03.2017
ნანახია: 1513

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მონისტრის ტერეზა მეის გადაადგილებისა და გეგმების შესახებ საიდუმლო მასალები მატარებელში დარჩათ.

გაზეთ Mirror-ის ცნობით, რომელსაც ხელში ჩაუვარდა აღნიშნული მასალები, მოცემულია დეტალური ცნობები 2017 წლის 23 იანვარს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, ასევე მისი ადგილსამყოფელის კონკრეტული მისამართები და დრო. დოკუმენტებში ასევე მითითებულია ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარიც.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, საიდუმლო მასალები მატარებლის პირველი კლასის ვაგონის იატაკზე იპოვეს. მეი ამ მატარებლით 23 იანვარს მანჩესტერში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიემგზავრებოდა.

პრემიერის წარმომადგენლებმა უარი თქვეს იმ ადამიანის ვინაობის დასახელებაზე, რომელმაც დოკუმენტები დაკარგა. ასევე  უცნობია ვინმეს პასუხიმსგებლობის შესახებ საიდუმლო მასალების დაკარგვის გამო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე