შულცი: თურქეთში დემოკრატიის პრინციპებს აღარ იცავენ

საქართველო, თბილისი - 15:04 | 13.03.2017
ნანახია: 1264

თურქეთში დემოკრატია ნელ-ნელა იშლება. თურქეთში აღარ იცავენ დემოკრატიის პრინციპებს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა და ევროპარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მარტინ შულცმა ბერლინის ფორუმზე განაცხადა.

”მსოფლოში ავტორიტარული ძალების მხრიდან საზოგადოებაზე ღია ზეწოლა ძლიერდება. მათ სურთ მოგვახვიონ თავიანთი პოლიტიკა, თავიანთი ფასეულობები, რომლებიც დიამეტრალურად განსხვავდება ჩვენი პროგრესული ფასეულობებისგან.

ისინი მხარს უჭერენ ეროვნულ იზოლაციას, საზოგადოებასთან ღია ბრძოლას. აქტიურად გამოდიან დაყოფისკენ, ემხრობიან სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ განსხვავებულობას და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობენ ადამიანებს”, - აღნიშნა შულცმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე