სომალიში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:07 | 13.03.2017
ნანახია: 1280

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა.

პოლიცილეთა განცხადებით თვითმკვლელმა ავტომობილი სასტუმრო Weheliye-თან აიფეთქა.

სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

სომალიში მოქმედებს რადიკალური დაჯგუფება ”ალ შაბაბი” (”ახალგაზრდა მოჯახედების მოძრაობა”), რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ქაიდასთან”.  სომალიში  ტერაქტები ძირითად  ”ალ-შაბაბის” ორგანიზებით ხორციელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე