ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ
საქართველო, თბილისი - 12:00 | 13.03.2017 ნანახია: 1774
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
,,აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის პოლიტიკასა და მოსკოვის მიერ დასავლეთისა და ნატო-ს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე იმსჯელეს. ("Undermining Democratic Institutions and Splintering NATO: Russian Disinformation Aims").
მოსმენაზე კონგრესმენებმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა დაგმეს და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ.
კონგრესმენმა ტედ პომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მსოფლიოს თავს მოახვიოს ახალი წესრიგი, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობა არასათანადოდ რეაგირებს.
„2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მისი ტერიტორიის 1/3-ის ოკუპირება მოახდინა და დასავლეთმა ამაზე განცხადა, რომ ეს არ არის კარგი და არაფერი გააკეთა. რუსეთი კვლავ აკონტროლებს და ოკუპირებული აქვს საქართველოს 1/3, ეს ქვეყანა კი აშშ-ს მოკავშირეა (still control and occupy 1/3 of the Republic of Georgia, supposedly an ally of U.S). რუსეთმა შემდგომ ყირიმი დაიპყრო, რაზეც დასავლეთმა კვლავ განაცხადა, რომ ეს არ არის კარგი და რუსეთს ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არავითარი შედეგი. ახლა რუსეთი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის მითვისებას. მე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოვადგენ აშშ-ს, ჩვენ მოვუწოდეთ საპარლამენტო ასამბლეას, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე, სანქციები დააწესონ, თუმცა ეს არ მომხდარა. რაღატომ გვიკვირს, რომ მოსკოვი იმავეს სჩადის“, - განაცხადა ტედ პომ.
საქართველოს ოკუპაციის შესახებ კონგრესმენმა ჯეფ დუნკანმაც ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთ-ირანის ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე: „როდესაც ვნახეთ, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ყირიმის ანექსია მოახდინა, შეიჭრა უკრაინაში, ირანს სარაკეტო სისტემები მიჰყიდა და ა.შ. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რუსები დღეს წარსული პოლიტიკიდან და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციიდან გამომდინარე გათამამდნენ“, - აღნიშნა დუნკანმა.
კონგრესმენმა რონ დესანტისმა რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გამო ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ობამას ადმინისტრაციის პასუხი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა იყო. დესანტისი მიიჩნევს, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთის ქმედებები სათანადოდ არ იქნა შეფასებული.
კონგრესმენ ილეანა როს-ლეტინენის შეფასებით, პუტინის რეჟიმი აფართოებს საკუთარი გავლენის სფეროებს მსოფლიოში და აბუჩად იგდებს კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. კონგრესმენის განცხადებით, რუსეთის სამხედრო კამპანიის გათვალისწინებით საქართველოსა და უკრაინაში ახალი არაფერია, ისევე როგორც რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გათვალისწინებით. „ბევრი ჩვენგანი დიდი ხანია ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას. ჩვენ ვაკრიტიკებდით ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკას, ისევე როგორც ბუშის ადმინისტრაციის მიერ ბირთვულ საკითხებში შეთანხმების გაფორმებას რუსეთთან. საქართველოში რუსეთის ქმედებების შემდეგ, ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი, ასევე უხეში ჩარევის შესახებ, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე დამატებითი წნეხის თაობაზე“, - განაცხადა კონგრესმენმა ილეანა როს-ლეტინენმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















