ავტობუსმა ქვეითებს გადაუარა - დაიღუპა 38 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:55 | 13.03.2017
ნანახია: 1271

ჰაიტიზე, ავტობუსი ქვეითებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდიაცვალა 38 და დაშავდა ათობით ადამიანი.

”როიტერის” ინფორმაციით, ინციდენტი ჰაიტის ჩრდილოეთით ქალაქ გონაივში მოხდა. თავდაპირველად ავტობუსი ორ ქვეითს დაეჯახა, შემდეგ კი მიმალვის მცდელობისას მუსიკოსების ჯგუფს გადაურა.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 34 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თვითმხილველებმა მძღოლთან ერთად ავტობუსის დაწვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათი მცდელობის აღკვეთა შეძლეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე