სირიაში გასულ წელს 650-ზე მეტი ბავშვია მოკლული

საქართველო, თბილისი - 11:17 | 13.03.2017
ნანახია: 1426

სირიაში საომარი მოქმედებებისას 2016 წელს რეკორდულად ბევრი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ გაეროს ახალ ანგარიშშია ნათქვამი. იუნისეფის მონაცემებით გასულ წელს სირიაში 650-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

ამის გარდა ასობით ბავშვი ავადმყოფობით დაიღუპა, რაც სამედიცინო დახმარებისა და საჭირო მედიკამენტების არარსებობამ გამოიწვია.

იუნისეფის მონაცემებით, გასულ წელს სულ მცირე 851 ბავშვი იძულებული გახდა შეიარაღებული დაჯგუფებების მხარეს საომარ მოქმედებებში მიეღო მონაწილეობა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე