ერდოღანმა ჰოლანდიას ”ბანანების რესპუბლიკა” უწოდა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 13.03.2017
ნანახია: 1341

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჰოლანდია პასუხს აგებს იმისათვის, რომ თურქი მინისტრები არ შეუშვა და ქვეყანას ”ბანანების რესპუბლიკა” უწოდა.

ჰოლანდიის ხელისუფლებამ თურქეთის საგრეო საქმეთა და სოციალური პოლიტიკის მინისტრებს როტერდამის მცხოვრებლებთან შეხვედრის უფლება არ მისცა.

თურქი მინისტრები  ნიდერლანდებში მცხოვრებ თურქ მოქალაქეებთან შეხვედრისას ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მხარდაჭერისკენ მოწოდებას აპირებდნენ. როგორც ცნობილია, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი 16 აპრილს უნდა გაიმართოს.  

ნიდერლანდებში 400 ათასამდე თურქი ცხოვრობს.

ჰოლანდიის ხელისუფლების განცხადებით, ის შიშობს შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა, მსაგავს ღონისძიებებს მოყვეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე