სტამბოლში ვერტმფრენის კატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 10.03.2017
ნანახია: 1463

თურქეთში სტამბოლის ბიუქჩექმეჯის რაიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ვერტმფრენი ძლიერი ნისლის გამო საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა.  

კატასტროფა აფრენიდან 5-6 საათის შემდეგ მოხდა. ვერტმფრენი კომპანია Eczacibasi-ს ეკუთვნოდა. ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან  ორი პილოტი.  

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილთაგან ოთხი რუსეთის მოქალაქეა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე