შვარცნეგერი სენატორობას აპირებს

საქართველო, თბილისი - 11:43 | 10.03.2017
ნანახია: 1523

მსახიობმა და კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერმა შესაძლოა აშშ-ის სენატში კენჭი იყაროს. ამის შესახებ გამოცემა Politico მსახიობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

”ჩვენ მოქმედების ყველა ვარიანტს განვიხილავთ,” - განაცხადა მსახიობის წარმომადგენელმა დენიელ კეტჩელმა.  

მისი თქმით, შვარცნეგერი ცდილობს ვაშინგტონის აღებული სარეფორმო კურსი შეცვალოს და მზად არის ამისთვის სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს. შვარცნეგერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის აქტიური მოწინააღმდგეა და მისი მწვავე კრიტიკით გამოირჩევა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე