სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საწინააღმდეგო აქციაზე 2 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 10.03.2017
ნანახია: 1329

სამხრეთ კორეის დედაქალაქში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობების შედეგად დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტიც.პოლიციის განცახდებით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს იმპიჩმნეტს მხარი დაუჭირა, რომელიც კორუფციული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.

სასამართლოს გადაწყვტეილების შემდეგ პრეზიდენტის მხარდამჭერები სეულის ქუჩაში გამოვიდნენ.

პაკ კინ ჰეს ბრალად ედება თავისი მეგობრისა და მრჩევლის ჩხვე სუნ სილის კორუფციული საქმიანობის მფარველობა.  

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს ხელისუფლებას ჩამოაშორებენ და შესაძლოა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან. უახლოესი 60 დღის განმავლობაში სამხრეთ კორეაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე