დიუსელდორფში ნაჯახით შეიარაღებულმა პირმა 7 ადამიანი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 10:23 | 10.03.2017
ნანახია: 1396

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიჭრა დიუსელდორფის ვაგზალზე ნაჯახით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად.

გერმანიის პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. 36 წლის მამაკაცს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

დაშავებულების შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვაგზლის შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია სასწრაფოდ განხორციელდა. შენობა კი მომხდარი გარემოებების დადგენამდე დაიხურა.

დიუსელდორფის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის მოტივები ჯერ დაუდგენელია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე