მედიამ 1944 წელს ჩამოვარდნილი გერმანული თვითმფრინავის ფოტოები გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 09.03.2017
ნანახია: 1459

უცხოურმა მედიამ გამოაქვეყნა მეორე მსოფლიო ომისდროინდელი თვითმფრინავის ფოტოები, რომელიც დანიელმა მოსწავლემ იპოვა.

14 წლის დანიელ კრისტიანსენმა თვითმფრინავის ნამსხვრევებს შემთხვევით მიაგნო, როდესაც ისტორიის გაკვეთილისთვის ძველ ნივთებს ეძებდა.

დანიელმა მამამისის მიერ ამოთხრილ  რვა მეტრის სიღრმის ორმოში რკინის დეტალები დაინახა. ის გერმანული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოჩნდა, რომელიც ჩრდილოეთ იუტლანდიაში 1944 წლის ნოემბერში ჩავარდა. რკინის დეტალებს შორის იპოვეს პილოტის ნეშთიც.

მფრინავის დოკუმენტებს მუზეუმი სწავლობს. ისტორიკოსები იმედოვნებენ რომ დაღუპული გერმანელი პილოტის ვინაობას დაადგენენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე