ქაბულის ჰოსპიტალზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:26 | 09.03.2017
ნანახია: 1356

ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა.

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქში სამხედრო ჰოსპიტალს თავს გუშინ დაესხნენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი თავდამსხმელიდან ერთმა თავი საავადმყოფოს შესასვლელთან აიფეთქა, დანარჩენები კი შენობაში შეიჭრნენ. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შედეგად ყველა მებრძოლი გაანადგურა.

სამხედრო ჰოსპიტალი აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე