დიუსელდორფში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 09.03.2017
ნანახია: 1833

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო 8 ათასი მცხოვრების ევაკუაცია გამოაცხდა.

როგორც გაზეთი Rheinische Post-ი წერს, 500-კგ-იანი ამერიკული ბომბი ერთ-ერთ ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების დროს იპოვეს. პოლიციამ ბომბის ადგილსამყოფელიდან ერთი კილომეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორია გადაკეტა.

დაკეტილია დიუსელდორფის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზაც.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე