მამამ ქალიშვილი ლესბოსელობისთვის გააუპატიურა

საქართველო, თბილისი - 14:40 | 06.03.2017
ნანახია: 4982

16 წლის გოგონა მშობელმა მამამ გააუპატიურა.

ინგლისის ქალაქ უორვიკის მცხოვრებმა 16 წლის ქალიშვილს არატრადიციული ორიენტაცია არ აპატია და გააუპატიურა. 54 წლის მამამ შვილის დასჯა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გოგონამ მისი ლესბოსელობის შესახებ სიმართლე უთხრა.

გამოცემა Metro-ს ცნობით, მამაკაცმა ქალიშვილი გააუპატიურა და ამით მას კლასიკური ურთიერთობის ”უპირატესობა” დაუმტკიცა.

თუმცა გოგონამ პოლიციას ყველაფერი უამბო. გამოძიების პროცესში აღმოჩნდა, რომ მამაკაცი მრავალი წლის განმავლობაში სქესობრივად მეორე ქალიშვილზეც ძალადობდა, რომელიც შემდეგ სახლიდან წავიდა.

ბრიტანელს ჩადენილი დანაშაულებებისთვის 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე