სამხრეთ აფრიკაში იმიგრანტთა მიღების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო მსვლელობები ეწყობა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 04.03.2017
ნანახია: 1223

სამხრეთ აფრიკაში იმიგრანტთა მიღების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო მსვლელობები ეწყობა. იოჰანესბურგის ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს.

დემონსტრანტთა ერთმა ჯგუფმა უცხოელების მაღაზიების დარბევაც სცადა, რაშიც მათ ხელი საპატრულო პოლიციამ შეუშალა. ქსენოფობიური განწყობა სამხრეთ აფრიკაში განსაკუთრებით ბოლო თვეებში გაიზარდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში უცხოელებზე იოჰანესბურგში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივები იმიგრანტებს სამუშაო ადგილების წართმევაში ადანაშაულებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე