საზარელი მკვლელობა - პოლიციამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 ცხედარი აღმოაჩინა

საქართველო, თბილისი - 12:36 | 04.03.2017
ნანახია: 2335

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტუვაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დანაშაული გვიან ღამით ბარუნ-ხემჩიკის რაიონში მოხდა.

ქალაქ აკ-დოვურაკის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ 4 ცხედარი აღმოაჩინა.

35 წლის ცოლ-ქმარი და მათი 2 შვილი სავარაუდოდ მოკლეს, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს.

ცხედრებს მრავალრიცხოვანი დაზიანებები აღენიშნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე