აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

საქართველო, თბილისი - 10:49 | 04.03.2017
ნანახია: 1426

შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი2-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით.

ეს განცხადება დღეს აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტმა სამაუწყებლო კომპანია ამერიკის ხმის კორესპონდენტის, სინდი სეინის, შეკითხვას რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, შემდეგნაირად უპასუხა:

"შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი2-თან დაკავშირებით [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური."

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე