მედიის მიმართ ძალდატანება არცერთი ხელისუფლებისთვის არანაირი დადებითი შედეგით არ დასრულებულა - ვანო მაჭავარიანი

საქართველო, თბილისი - 18:05 | 03.03.2017
ნანახია: 1685

„არასდროს მსგავსი ძალდატანება მედიის მიმართ არანაირი დადებითი შედეგით არცერთი ხელისუფლებისთვის არ დასრულებულა,“ - ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა, რუსთავი2-ის საქმეზე გააკეთა.

„ის პოლიტიკური მოტივაცია ძალიან ცალსახად არის ღია ეთერების თუ წყაროებით დღევანდელი ხელისუფლების მიერ რუსთავი2-ის მიმართ პრეტენზიებში წარმოსახული, მათ შორის განცხადება, რომელიც ღარიბაშვილმა რუსთავი2-თან დაკავშირებით გააკეთა, ჩვენ მეგობარ ქვეყნებში სერიოზულ კითხვებს ბადებს," - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. 

 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე