„რუსთავი 2"-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ თავისუფლებას - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 13:14 | 03.03.2017
ნანახია: 1835

„რუსთავი 2"-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საქართველოში მედიაპლურალიზმის არსებობას აუცილებლად შეუწყობს ხელს. 

„ამ ტომებს მოსამართლეები არ ეცნობიან იმ დღეს, როცა საქმის განხილვა მიმდინაროებს, ესაა საქმის განხილვის დასკვნითი ეტაპი და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს, და მე ვერ მივაყენებ სასამართლოს შეურაცხყოფას იმით რომ ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება ვუწოდო. რუსთავი2-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას. საქართველოში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიაპლურალიზმი და ჩვენ ამას აუცილებლად შევუწყობთ ხელს, ამას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე