ხალვაში სამომავლო გეგმებზე საუბრობს - ყველა პროფესიონალი ადამიანი „რუსთავი 2"-ში იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 12:05 | 03.03.2017
ნანახია: 1514

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „იმედთან" სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ხალვაში ამბობს, რომ  ბედნიერია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და ის გეგმავს, რომ „რუსთავი 2" იყოს კვლავ ლიდერი და ხალხისთვის სასარგებლო ტელევიზია.

„შევალთ როდესაც საშუალება იქნება, 9 წელი უსამართლობას ემსახურებოდნენ და გვარამიას ნათქვამს თქვენ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ადამიანი მთელი ცხოვრება უსამართლობას ემსახურება. ყველა პროფესიონალი ადამიანი, ვინც ამ სამსახურში მუშაობს და ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენთან ერთად იმუშაოს და „რუსთავი 2"-ში იმუშაოს, ყველა იქ იქნება და იმუშავებს,“-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლოს დიდმა პალატამ გუშინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილი მიაკუთვნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე