ჯონ ქერი ექსპერტად იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 17:22 | 02.03.2017
ნანახია: 1257

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კარნეგის ფონდში დასაქმდება. ამის შესახებ კარნეგის პრეზიდენტმა უილიამ ბერნსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯონ ქერი საერთაშორისო კონფლიქტებისა და გამოწვევების ექსპერტად იმუშავებს. ამერიკის ყოფილი პირველი დიპლომატი 73 წლისაა.

სახელმწიფო მდივნის პოსტს ის 2013 წლიდან იკავებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე